XX საუკუნის 20–იანი წლებიდან ქართულ კნემატოგრაფს სხვადასხვა უწყება ხელმძღვანელობდა.მხოლოდ 1991 წლიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სტუდიები. ქართულ ფილმებში რთული ადამიანური პრობლემები გადმოცემულია სიმსუბუქით,იუმორით,ალეგორიულად.ქართული კინეხელოვნება ბევრად დისიდენტური იყო.ცენზურის მიუხედავად კინორეჟისორები ახერხებდნენ იუმორითა და ალეგორიით ეტქვატ სიმართლე.
მიხეილ ჭანტურიას("ოთარაანთ ქვრივი","რაც გინახავს ვეღარ ნახავ"),ოთარ იოსელიანის ("გიორგობისთვე","პასტორალი","იყო შაშვი მგალობელი"),თენგიზ აბულაძის ("მონანიება",ნატვრის ხე","ვედრება","სხვისი შვილები"...)მიხეილ კობახიძის ("ქორწილი","ქოლგა"...), რეზო ჩხეიძის ("ჩვენი ეზო","ჯარისკაცის მამა"...)თემურ ბაბლუანის ("უძინართა მზე"...)და კიდევ არაერთ ქართულ ფილმს მიუღია საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.
ქართულ კინოში განსაკუთრებით დაწინაურდა კომედიის და ისტორიული ფილმების ჟანრი.ისტორიული კინოს ცნობილი ნიმუშებია: "გიორგი სააკაძე", "ბაში–აჩუკი","მამლუქი","დიდოსტატის მარჯვენა","დემეტრე თავდადებული","ჯვარცმული კუნჯული".
No comments:
Post a Comment