Wednesday, April 11, 2012

კინოს მოკლე ისტორია

პირველ ფილმს მხოლოდ ერთი წერტილიდან იღებდნენ,ამიტომ გადაღებული მასალა უფრო თეატრს გავდა,ვიდრე კინოს.მხოლოდ 1903 წელს გადაღებულ ფილმში "ძარცვა მატარებელში"გამოიყენეს პარაელური მონტაჟის ტექნიკა.1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება,ანუ ართი სცენის სხვადასხვა ხედით დაგაღება.1912 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი,რომელიც არა წუთები,არამედ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.XX ს. დასაწყისში კინს მსოფლიო ცენტრი გახდა ჰოლივუდი,კალიფორნიაში,აშშ–ს დასავლეთ სანაპიროზე.აქაური თბილი კლიმათი ხელს უწყობდა მინიმალური თანხებით გადაეღებულიყო ფილმები.
30 წლის განმავლობაში კინო მუნჯი იყო.ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი,ხოლო ჩვენების დროს ,მაყურებელს რომ არ მოეწყინა,კინოთეატრებში კიანისტი უკრავდა ჯაზურ ვარიაციებს.მუნჯ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჩებოდა მსახიობის მიმიკას,პროფესიონალიზმს.
1927 წელს გადაიღეს პირველი ხმოვანი ფილმი "ჯაზის მომღერალი".მსახიობები რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ემოციების გამოხატვასმიმიკით,ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცატ გადამწყვეტი დატვირთვა.ამის გამო ბევრმა მსახიობმა დაანება თავი კარიერას.
XXI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ციფრული კინემატოგრაფი ანუ ციფრული ვიდეო.კინოფირმა ფუნქცია დაკარგა.კინოპროექტორი შეცვალა ციფრულმა პროექტორმა ან ლაზელურმა ჩამწერმა,რომლითაც მზადდება მაღალხარისხოვანი ფილმი.ციფრული ტექნოლოგიის წყალობით თანამედროვე კინოში აქტიურად გამოიყენება ვიდეოგრაფიკა და სპეცეფექტები.



ქართული კინო

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეტლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს. 1916 წელს ალექსანდე წუწუნავამ გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე". პირველი ხმოვანი ფილმი საქართველოში 1934 წელს გადაიღეს .პირველი ფერადი ფილმის გადაღება ჯერ კდევ 1922 წელს სცადეს ,მაგრამ მასში მხოლოდ წითელ–მწვანე გამა იყო გამოყენებული და ამდენად,მაყურებელზე ეპექტი არ მოუხდენია.მხოლოდ 1934 წელს შეიქმნა პირველი ფერადი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კუკარაჩა".იგივე 1934 წელს გადაიღეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ჭრიჭინა"
XX საუკუნის 20–იანი წლებიდან ქართულ კნემატოგრაფს სხვადასხვა უწყება ხელმძღვანელობდა.მხოლოდ 1991 წლიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სტუდიები. ქართულ ფილმებში რთული ადამიანური პრობლემები გადმოცემულია სიმსუბუქით,იუმორით,ალეგორიულად.ქართული კინეხელოვნება ბევრად დისიდენტური იყო.ცენზურის მიუხედავად კინორეჟისორები ახერხებდნენ იუმორითა და ალეგორიით ეტქვატ სიმართლე.
მიხეილ ჭანტურიას("ოთარაანთ ქვრივი","რაც გინახავს ვეღარ ნახავ"),ოთარ იოსელიანის ("გიორგობისთვე","პასტორალი","იყო შაშვი მგალობელი"),თენგიზ აბულაძის ("მონანიება",ნატვრის ხე","ვედრება","სხვისი შვილები"...)მიხეილ კობახიძის ("ქორწილი","ქოლგა"...), რეზო ჩხეიძის ("ჩვენი ეზო","ჯარისკაცის მამა"...)თემურ ბაბლუანის ("უძინართა მზე"...)და კიდევ არაერთ ქართულ ფილმს მიუღია საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.
ქართულ კინოში განსაკუთრებით დაწინაურდა კომედიის და ისტორიული ფილმების ჟანრი.ისტორიული კინოს ცნობილი ნიმუშებია: "გიორგი სააკაძე", "ბაში–აჩუკი","მამლუქი","დიდოსტატის მარჯვენა","დემეტრე თავდადებული","ჯვარცმული კუნჯული".






კინოს პირველი ჩვენება

კინემატოგრაფიის განვითარებაში დიდი წვლილი ძმებ ლუმიერებს მიუძღვით.ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულისსინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიასარ წარმოადგენს.



კინოს ჟანრები

კინოხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კინომინიატურას ანუ მოკლემეტრაჟიან კინოს.ასეთი ფილმის ხანგძლივობა სულ15–25 წუთია.იგი არა უბრალოდ ქრონომეტრაჟით შემცირებული კინოა ,არამედ მასში ურო ლაკონუტადაა გადმოცემული იგივე ემოციები და ხელოვნება.ამიტომაც ითვლება მოკლემეტრაჟიანი კინო უფრო რთულ ჟანრად.
დოკუმენტური კინო რეალურ მოვლენებს და რეალურ ადამიანებს ასახავს.დოკუმენურ ფილმს უმეტესად საინტერესო მოვლენების,კულტურული სიახეების,სამეცნიერო ფაქტებისა და ჰიპოთეზების,ცნობილი ადამიანების შესახებ იღებენ.ზოგიერთი კინოკრიტიკოსი დოკუმენტურ კინოს არ მიჩნევს ცალკე ჟანრად.ისინი თვლიან რომ "ჭეშმარიტად დოკუმენტური ფილმი"არის მხოლოდ ის რომელიც მთლიანად გადაღებულია ფარული კამერით.ეს თანამედროვე კინოხელოვნების ყველაზე ავანგარდული ჟანრია.დოკუმენტური ჯანრის ფილებს მიეკუთვნება საგანმანათლებლო ფილმები.ექსპერიმენტებით დადგენილია რომ ადამიანი ვიზუალურად უფრო ადვილად ითვისებს იმფორმაციას ვიდრე წიგნის ან საუბრის მეშვეობით.დღესდღეობით კინოს ბევრი მიმდინარეობა აქვს:ანიმაციური, ბიოგრაფია, დეტექტივი, დრამა, მძაფრ–სიუჟეტიანი, სპორტული, მუსიკალური, კომედიური, რომანტიკული, საშინელება, საომარი, მელოდრამა, ფანტასტიკური, ეროტიული და ა.შ

კინო ხელოვნება

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
კინოხელოვნების ნაწარმოებები
ანიმაციური ფილმი – დოკუმენტური ფილმი – დრამატული ფილმი – კინოჟურნალი – კომედიური ფილმი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი – სასწავლო ფილმი – სატელეფიზიო ფილმი – საშინელებათა ფილმი
კინოხელოვნების ტერმინები
კადრი – კინემატოგრაფი – კინო – კინოაპარატი – კინოდრამატურგია – კინოთეატრი – კინომუსიკა – კინოსაპროექციო აპარატი – კინოსტუდია – კინოფირი – როლი – სცენარი – ფილმი – ფოტოფირი
კინოხელოვნების მოღვაწენი
მსახიობი – ოპერატორი – რეჟისორი – სცენარისტი – ფოტოგრაფი
კინოფესტივალები:
* ბერლინის კინოფესტივალი – „ოქროს დათვი“
* ვენეციის კინოფესტივალი – „ოქროს ლომი“
* კანის კინოფესტივალი – „ოქროს პალმის რტო“
* ლოკარნოს კინოფესტივალი – „ოქროს ლეოპარდი“
* მოსკოვის კინოფესტივალი – “ოქროს გიორგი”
კინოხელოვნების პრემიები:
* გოია – ესპანეთი
* ოსკარი – აშშ
* სეზარი – საფრანგეთი
* ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო